"ამ სიტყვებს - "არავის წინააღმდეგ" - ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა" - კვირის პალიტრა

"ამ სიტყვებს - "არავის წინააღმდეგ" - ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა"

"არავის წინააღმდეგ" პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იყო პრინციპულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები - დღეს საქართველოში პარტია "საქართველოსთვის" არის ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება მზარდი რეიტინგით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ქუთაისის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატების და სიის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაა.

"ვთქვით, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, ამ სიტყვებს - "არავის წინააღმდეგ" - ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, ეს იყო პრინციპულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები. დღეს მას შემდეგ, რაც მოვიარეთ მთელი საქართველო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოში პარტია "საქართველოსთვის" არის ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება მზარდი რეიტინგით. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ ჩვენი ამომრჩეველი საქართველოს მოქალაქე, ბევრად უფრო ბრძენია ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ელიტა და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ - ეს ცვლილებები უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, მათ შორის ქუთაისიდან. მე მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი არის ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველასთვის, რომ კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ვემსახუროთ ამ სახელმწიფოს და შევქმნათ ის პირობები, როდესაც ძლიერი ინსტიტუტებით და სამართლიანი გარემოთი, მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს თვითრეალიზების შესაძლებლობას, მივცემთ შესაძლებლობას შემოვიდნენ პოლიტიკაში და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.