როგორია სასწრაფო დახმარების მანქანის გადაბრუნების შედეგად დაშავებულების, მათ შორის 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია სასწრაფო დახმარების მანქანის გადაბრუნების შედეგად დაშავებულების, მათ შორის 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა უტარდება კვლევები.

როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ანი დალაქიშვილმა განაცხადა, 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი იმ დროს დაშავდა, როდესაც ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას თელავიდან თბილისში გადმოჰყავდა. შემთხვევა მეტრო "300 არაგველთან" მოხდა.

"პაციენტს, ამ ეტაპზე, აღენიშნება გულ-მკერდის ტრავმა. პაციენტი კოვიდინფიცირებულია, მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება დინამიკაში. ასევე დაშავებულია ექთანი და მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მძღოლი და ექიმი თავს კარგად გრძნობენ", - აცხადებს ანი დალაქიშვილი.

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა წუხელ გადაბრუნდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"