თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება 12 წლიდან ბავშვებსაც ეძლევათ - კვირის პალიტრა

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება 12 წლიდან ბავშვებსაც ეძლევათ

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება 12 წლიდან მოსწავლეებსაც ეძლევათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

ცნობისათვის, დღეიდან თურქეთში სკოლები იხსნება. არავაქცინირებულ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ "პისიარ" ტესტის გავლა მოუწევთ. ამასთან, სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება. სკოლების საჭირო რაოდენობის პირბადეებით მომარაგებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

"ინტერპრესნიუსი"