შთამბეჭდავი უძრავი ქონება და წილები კომპანიებში - რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები? - კვირის პალიტრა

შთამბეჭდავი უძრავი ქონება და წილები კომპანიებში - რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები?

მიუხედავად იმისა, რომ თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მწვავედ აკრიტიკებდა და კარგა ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ "არალეგიტიმურ პარლამენტში" არ შევიდოდა, დღეს ის საკმაოდ აქტიური დეპუტატია, რომელმაც ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო.

ყველასთვის ცნობილია, რომ თამარ (თაკო) ჩარკვიანის მეუღლე ჯონდო (ჯონი) გიგანი ბიზნესმენია. მათ ერთი შვილი ჰყავთ - პიანისტი ირმა გიგანი.

გადავხედოთ დეპუტატის ქონებას:

როგორც მის მიერ, მიმდინარე წლის 30 ივნისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვნახულობთ, თაკო ჩარკვიანის მფლობელობაში საკმაოდ შთამბეჭდავი უძრავი ქონებაა.

ის თბილისში, აბასთუმნის N1-ში 2003 წელს “ნატურით გადაცემულ“ კომერციულ ფართს ფლობს;

არის 2019 წელს შეძენილი და 90 000 დოლარად შეფასებული, 1095 კვ.მ ბინის თანამფლობელი, რომელიც თბილისში, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე მდებარეობს.

ფლობს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე 102 500 დოლარად შეფასებულ 251. 04 კვ.მ. ფართობის ბინას.

2019 წელს ჩარკვიანისთვის უჩუქებიათ მიწის ნაკვეთი საგურამოში.

ასევე მის საკუთრებაშია პეკინის N2 -ში მდებარე 21 კვ.მ ავტოფარეხი და ამავე მისამართზე მდებარე 142. 47 კვ.მ ბინა, შეფასებული 120 000 დოლარად.

ჩარკვიანს 2009 წელს, შეუძენია 634 600 დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა - ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის (6346 კვ.მ).

ამავე წელს მას ნაყიდი აქვს, ამავე მისამართზე მდებარე 2 000 კვ.მ ფართობის კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 200 000 აშშ დოლარია.

2018 წელს ჩარკვიანს უყიდია ასევე პეკინის N2 -ში მდებარე 25,5 კვ,მ ავტოფარეხი.

თამარ ჩარკვიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შპს “ქართული სიტყვის“ 100%-იანი და უვადო მეწილეა.

მას 2020 წლის 1 -ლი იანვრიდან იმავე წლის 29 თებერვლამდე შპს მორკინალი 2014-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის თანამდებობა ეკავა და ანაზღაურების სახით 5880 ლარი აქვს მიღებული.

ის ასევე, 2020 წლის 1 -ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს “საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციაში“ საავტორო უფლებების მიმღებად მუშაობდა, რაშიც მიღებული აქვს 3383,9 ლარი.

ასევე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე შპს ჯი ემ აი-ს გაუწია მომსახურება, რაშიც 2416 ლარი გადაუხადეს.

რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ჯონი გიგანი ფლობს კომერციულ ფართს - 63,11 კვ.მ თბილისში, აბასთუმანის N1-ში.

2014 წელს შეიძინა Mercedes – benz GL.

2012 წლიდან არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ინტეგრალ პეტროლიუმი საქართველოს 100%-იანი და უვადო მეწილე.

2014 წლიდან შპს " -მორკინალი 2014 საქართველოს" 100 %-იანი მეწილე.

2011 წლიდან შპს თბილისის “პირველი კლინიკური საავადმყოფოს“ 90%-იანი მეწილეა. დანარჩენ 10% -ს დავით გიგანი ფლობს.

2012 წლიდან შპს “მორკინალი 2002“ -ის 70%-იანი მეწილეა.

2012 წლიდან ასევეა შპს ბრაზილიურ-ქართული საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოს 50%-იანი მეწილე.

2013 წლიდან შპს “J & D საქართველოს“ 50%-იანი მეწილე.

2003 წლიდან შპს 'ბიზნესცენტრი საქართველო 1" -ს 51%-იანი მეწილე.

2007 წლიდან არის შპს “მშენინვესტი 2007“ -ის 40 %-იანი მეწილე.

2005 წელს შპს “7 არხი საქართველოს“ 51 %-იანი, უვადო მეწილე გახდა.

1997 წლიდან არის შპს “მორკინალი 2“ -ის 35 %-იანი უვადო მეწილე.

2010 წელს შპს “მორკინალი 2010“ -ის 100%-იანი უვადო მეწილეა.

2014 წელს დარეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის უვადო მეწილედ, იგი 50%-ს ფლობს.

2014 წელს დარეგისტრირებული აქვს შპს ჯნ ჯგუფი საქართველო.

2017 წლიდან შპს “რეკე საქართველოს“ 55%-იანი უვადო მეწილეა.

2017 წლის 24 მარტიდან გახდა შპს “ლახი საქართველო“-ს 51%-იანი უვადო მეწილე.

2018 წლის 30 იანვარს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. იხილეთ სრულად