"ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ..." - რაში ადანაშაულებს მთავრობას თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ..." - რაში ადანაშაულებს მთავრობას თენგიზ ცერცვაძე?

ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა და ასევე სხვა გარკვეული რეგულაციების მოხსნა. თუმცა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პირბადის ტარებაზე მკაცრი კონტროლი განხორციელდეს. ცერცვაძის განცხადებით, პირბადეს ატარებს მოსახლეობის მხოლოდ 50%.

"ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება და თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კვლება იქნება შეუქცევადი, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში, შემოვიტანოთ ახალი მედიკამენტები, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას გადიან, არ არის ოფიციალურად დაშვებული, რომელიც გააუმჯობესებს ავადმყოფების გადარჩენას. ჩემი პირადი, მაგრამ მყარი აზრია, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა დაიკლებს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სადღეც სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევამსუბუქოთ შეზღუდვები, ოღონდ ჩემი პოზიცია იყო და რჩება, შევამსუბუქოთ შეზღუდვები, მაგრამ გავამკაცროთ იმ რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი, რომელიც რჩება, მხედველობაში მაქვს პირბადეების ტარება. ჩვენ პირბადეების ტარებას კარგა ხანს ვერ შევამსუბუქებთ, ჩვენ კი არა, სრულად ვაქცინირებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს პირბადეებზე უარის თქმა. ხალხმრავალი შეკრებები, სოციალური დისტანცირება, პირბადე, ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგალითად, გაიხსნას მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიწყოს სწავლება სკოლაში და აშ. მაგრამ უნდა გაძლიერდეს კონტროლი შეზღუდვების შესრულებაზე და გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"