"თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, "პორშეთი" დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ"
თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო "პორშეთი" დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ ,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საქართველოში დაბრუნების თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ამასთან, ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
"ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე. არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათჯერ და მეტჯერ როცა იტყვი, რომ ჩამოდიხარ და არ ჩამოხვალ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე", - განაცხადა ხვიჩიამ.
"ინტერპრესნიუსი"