"კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი რაოდენობა, 1965 შემთხვევა, ეს არ არის რეალური ციფრი - გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი რაოდენობა, 1965 შემთხვევა, ეს არ არის რეალური ციფრი - გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი, 1965 შემთხვევა ეს არ არის რეალური ციფრი. როგორც მან განმარტა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშულიდან გამომდინარე არის, რომ გუშინდელი ყველა შედეგი არ არის ატვირთული პორტალზე.

მისივე თქმით, შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა.

"ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში. მართალია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება. დღევანდელი ახალი ინფიცირების რაოდენობის შემთხვევა 1965, ეს არ არის რეალური ციფრი, ჩვენი პროგნოზით დღეს ველოდებოდით და უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით. დაახლოებით კვირის განმავლობაში ჩვენ კლება გვაქვს 700-800-900 შემთხვევით. წინა კვირას ჩვენ გვქონდა 4700-ის ფარგლებში შემთხვევა და დღეს ველოდებოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო 3500-3700-ის ფარგლებში, მაგრამ არის 1965. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენ რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. ნეტა ვცდებოდე და თუ ეს მართალია და 1965 შემთხვევა გვაქვს დღეს რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ.

კარგია, რომ დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7%-ის ფარგლებში. ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა 9%-ს. ანუ ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება.

სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქაც გარკვეულად შემცირების ტენდენცია გამოჩნდა, რაც ძალინ კარგია, თუმცა საავადმყოფოებში რჩება 1500- მდე მძიმე პაციენტი, მათ შორის 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე" , - განცხადა გამყრელიძემ.