პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ამნისტია დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ამნისტია დაამტკიცა

პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ამნისტია დაამტკიცა. “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს.

“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” პროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს.

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ პროექტს, ის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

“ეს 2020 წლიდან 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ დანაშაულებს შეეხება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა.

"ინტერპრესნიუსი"