"არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა" - კვირის პალიტრა

"არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა"

გადაცემა "ფარულ კონვერტში" სტუმრობისას ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ მის თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა:

"ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია, რომელმაც გამაგებინა, რომ ძალიან დიდი ძალის პატრონი ვარ. 17 წლის ვარ, ვაბარებ თეატრალურში, კაცის შვილი არავინ არ გვყავს დედამიწის ზურგზე ამ მიმართულებით რომ კონსულტაცია გავიარო... თბილისში არ ვარ ნამყოფი... ივნისის დასაწყისია და თეატრალურში ადრე იყო გამოცდები, ამ დროს ჩვენთან სოფელში ჩამოვიდა ერთი ცნობილი კაცი, რომელიც თეატრალური სფეროდან არის და მამაჩემმა თქვა წავიდეთო, ჩვენი ნათესავია და თან ერთ კლასში ვიჯექითო, მერე რომ გაიგებს თბილისში ჩახვედიო სად გაგიშვებსო, სულ ძმებივით გავიზარდეთო. მივედით, დაუძახა ამ კაცს, ეს კაცი გამოვიდა და ეზოში რომ შევედით არ შეგვიპატიჟა. უცბად მამაჩემი დაკომპლექსდა, აი ბიჭი წამომეზარდა და თეატრალურში აბარებსო და მოვედიო იქნება დაგვეხმარო, გზა გვასწავლოო. იმან უპასუხა:"კი მაგრამ, ამას ჭკუა არ აქვს, შენ რამ დაგიკარგა ჭკუა ამხელა კაცსო, ვინ მიიღებს ამას თეატრალურშიო... წამოვედით, მას მერე მამაჩემის თვალები აღარ მინახავს იმიტომ, რომ შერცხვა, მოერიდა, გაუცრუვდა იმედი... ყოველ დღე სვამდა 3 ჭიქა არაყს. არ უნდოდა ფხიზელი მდგომარეობა...54 წილის ასაკში გარდაიცვალა მამა, მოეხარშა ღვიძლი... ერთადერთი ბედნიერება ის არის რომ მოესწრო ჩემს წარმატებას...გადის წლები, აი, როგორ მცდის ცხოვრება, ვმუშაობ პირველ არხზე, ვარ დირექტორთა საბჭოს წევრი, დავამთავრე თეატრალური, ვკითხულობ ლექციებს თეატრალურში, დავიცავი დისერტაცია, ვარ გადასარევად...სტაჟიორი ოპერატორები მიგვყავს, აბა როგორ ისწავლეს, ერთ-ერთი ბიჭი წავიყვანეთ, რაღაცას ვაკეთებთ და გზაში ვეკითხები რა გვარი ხარ-თქო, მეუბნება გვარს და იმ კაცის შვილია... რა არის ადამიანი, სანამ მივედი ტელევიზიაში ვიფიქრე, რომ საშინელებას ვუზამ, ვიტყვი რომ არ ვარგა, ვიტყვი, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს და უნდა გადავუხადო სამაგიერო, მაგრამ არა, მივედი და ოპერატორების უფროსს ვეუბნები, რომ ჩემი ნათესავია-მეთქი და ასე ... დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა", - იხსენებს გია ჯაჯანიძე.