ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების მაჩვენებელი - კვირის პალიტრა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების მაჩვენებელი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 414, ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29.

2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 - თბილისში, 631 - აჭარაში.

61 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 134 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 4 045, იმერეთში - 3 218.