არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - ვინ არის ირაკლი შოთაძის მეუღლე და რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი
მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2005 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თავის სფეროში აქტიურად მუშაობს. ოფიციალური ინფორმაციით, შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
2015-2018 წლებში ის ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას ქვეყანაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გამო დატოვა, თუმცა 2020 წლის 18 თებერვალს ის ხელახლა აირჩიეს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
ირაკლი შოთაძეს ჰყავს მეუღლე ნინო გოტიაშვილი და ორი შვილი - ნიკოლოზი და ანა.
საინტერესოა რა ქონებას ფლობს ოჯახი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც შოთაძემ 2021 წლის 30 აპრილს შეავსო.
ირაკლი შოთაძეს 2019 წელს აჩუქეს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც შოთაძის ოჯახმა, როგორც ირკვევა, 2016 წელს, 17 000 აშშ დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, შოთაძე "თი -ბი -სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2243,13 ლარს ფლობს. ამავე ბანკში გახსნილი აქვს საკრედიტო ანგარიში - 10 000 ლარის ოდენობის.
"საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე მას 30 715, 7 ლარი აქვს, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 000 ლარი ერიცხებოდა, დანაზოგის სახით კი, გენპროკურორი 45 000 ლარს ფლობდა..
შოთაძე 2020 წლის 1 იანვრიდან 17 თებერვლამდე "სილქნეტის" იურიდიულ კონსულტანტად მუშაობდა, რაშიც გასამრჯელოს სახით 20 000 ლარი აიღო.
2020 წლის იანვრიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე "სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების" ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე 3443 ლარი გამოიმუშავა.
2020 წლის 17 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს გამომუშავებული აქვს 20 600 ლარი.
2017 წლიდან 2020 წლამდე იპოთეკური სესხის სახით მისმა გასავალმა 21 033 ლარი შეადგინა.
აქვს ბანკში გახსნილი ორი საკრედიტო ბარათი, ერთი 10 000 ლარის ოდენობით, მეორე კი 11 000 ლარის ოდენობით.
2020 წლის 30 ნოემბერს სოფ. წავკისში მიწის შესაძენად აღებული აქვს იპოთეკური სესხი - 340 000 ლარი.
გასავალის სახით, შოთაძეს საქველმოქმედო დახმარებად მითითებული აქვს 5500 ლარი, მისი შვილის - ნიკოლოზ შოთაძის სწავლის საფასური - 5115 ლარი და სესხის დაფარვა 21 033,7 ლარი. გაგრძელება