"ნიკა მელიასგან პრობლემა არ არის ნარკოტესტის გავლის, კაცი სპორტსმენია - კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ეშმაკური “ტრიუკი” ჩააგდო"
ნიკა მელიასგან არავითარი პრობლემა არ არის ნარკოტესტის გავლის, კაცი სპორტსმენია - კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ამით ეშმაკური, პროპაგანდისტური “ტრიუკი” ჩააგდო, როგორც ივანიშვილი იტყოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც კალაძის მიერ ნარკოტესტის გავლას და ამ საკითხზე თბილისის მერობის კანდიდატების მიმართ მის მოწოდებას გამოეხმაურა.
კითხვაზე, როდის გეგმავს იგივეს გაკეთებას მელია, გოცირიძე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები თუ ჰკითხავენ ამის შესახებ, მელია თავად გასცემს პასუხს.
"ნარკოტესტს გადის ყველა, ვინც პარლამენტში შემოდის და ეს ნორმა კანონით არის განსაზღვრული. კალაძის მსგავსი განცხადება წინასაარჩევნოდ უფრო გავს ალიბის შექმნას, "შეხედეთ მე ასეთი გაბედული ვარ და თქვენც იგივე გააკეთეთ", არ არის ეს პრობლემა, ოღონდ ეს არ არის კალაძის მოსაწოდებელი, რასაც ითვალისწინებს კანონი, ყველა გააკეთებს და ნიკა მელიასგან, მათ შორის, არავითარი პრობლემა არ არის მსგავსი ტესტის გავლის. კაცი სპორტსმენია, მაგრამ ახლა მე შემიძლია, კალაძეს მოვუწოდო - მოდი, ალკოტესტი გაიარე, მაქვს ეჭვები, რომ ყოველ დღე ნასვამი ზიხარ საჭესთან, მაგრამ ამ მოწოდებაზე კალაძის რეაგირება აუცილებელია? კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ამით ეშმაკური, პროპაგანდისტური “ტრიუკი” ჩააგდო, როგორც ივანიშვილი იტყოდა. არავის არ ეშინია, ნიკა ჰკითხეთ და ის გეტყვით, როდის აპირებს,"- განაცხადა გოცირიძემ.