სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.
"ინტერპრესნიუსი"