თინა კან­დე­ლა­კი "გა­ზპ­რომ-მე­დია ჰოლ­დინ­გის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა - როგორია რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის ფინანსური მდგომარეობა - კვირის პალიტრა

თინა კან­დე­ლა­კი "გა­ზპ­რომ-მე­დია ჰოლ­დინ­გის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა - როგორია რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის ფინანსური მდგომარეობა

20:45 / 08-09-2021

თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი შემოსავლები

რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას gazprom-media.com ავრცელებს.

როგორ გაზპრომ-მედიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, კანდელაკი კვლავაც იქნება პასუხისმგებელი ГПМ Матч ქვეჰოლდინგის განვითარებაზე და ასევე გააკონტროლებს გასართობი ტელეარხების საქმიანობას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამასთან, პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო სააგენტო Матч-ის გაშვებასა და განვითარებაზე.

რუსეთის უმსხვილესი მედიაჰოლდინგი თინა კანდელაკს ახასიათებს, როგორც წარმატებულ მედიამენეჯერს ფართო გამოცდილებით, აუცილებელი უნარებითა და კომპეტენციებით.

გაზპრომ-მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის, ალექსანდრ ჟაროვის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეასრულებენ იმ ამოცანებს, რომელთაც აქციონერები და დრო უყენებენ.

ვებსაიტის მიხედვით, 46 წლის თინა კანდელაკი სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი წამყვან რუსულ მედიაორგანიზაციებში: მიჰყავდა ტოქშოუ „დეტალები“ ტელეარხ СТС-ზე; „არარეალური პოლიტიკა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო საკომუნიკაციო სააგენტო Апостол-ის თანამფლობელი და ფედერალური არხის Матч ТВ-ის გენერალური პროდიუსერი.

სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის თანამშრომლების ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს თინა კანდელაკმა 258,55 მლნ რუბლი (3,533 მლნ დოლარი) გამოიმუშავა. კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორ ვასილი ბროვკოს მეუღლეა და სწორედ მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო მითითებული თინა კანდელაკის შემოსავლებიც.

კანდელაკის შარშანდელი შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 100 მლნ რუბლით (1,369,386 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2019 წელს თინა კანდელაკის დეკლარირებული შემოსავალი 158,99 მლნ რუბლს (2,163,634 მლნ დოლარს) შეადგენდა. გასულ წელს მის საკუთრებაში 72,2 კვ.მ-ის ფართობის ახალი უძრავი ქონება გაჩნდა, რაც შენობა-ნაგებობის გრაფაშია მითითებული. მის საკუთრებაშია 312,8 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ-ის ორი ავტოფარეხი. ის, ასევე, ფლობს Ducati Monster 797 ბრენდის მოტოციკლს. იხილეთ სრულად