ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.
„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან უერთიერობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
"ინტერპრესნიუსი"