ვახტანგ გომელაური:"დავაკავეთ რა თქმა უნდა, იდეტიფიცირებულია.მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს" - კვირის პალიტრა

ვახტანგ გომელაური:"დავაკავეთ რა თქმა უნდა, იდეტიფიცირებულია.მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს"

მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყვარელში პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შსს-მ ყველაფერი სცადა, რომ ყვარელში "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი პირი უვნებლად დაეკავებინა.

"დავაკავეთ რა თქმა უნდა, იდეტიფიცირებულია. მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, მოქალაქეს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა.

"ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა: "არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“.

გომელაურის თქმით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

"ინტერპრესნიუსი"