"მოვა ამის დროც, ესებუაც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით" - კახი კალაძე ყვარლის სპეცოპერაციაზე? - კვირის პალიტრა

"მოვა ამის დროც, ესებუაც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით" - კახი კალაძე ყვარლის სპეცოპერაციაზე?

მოვა ამის დროც, ესებუაც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით და ძალიან მალე აღსრულებაში მოვა , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კითხვას, "დღეს ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა არის თუ არა იმის მაგალითი, რომ ბადრი ესებუა დღემდე დაუსჯელია და მსგავსი ქმედება წახალისდა".

კახა კალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა დღეს ყვარელში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

"ნათელი მაგალითი არის ის, რომ ვახტანგ გომელაურს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მართლაც ღირსეული ოპერაციაა ჩატარებული. რაც შეეხება ბადრი ესებუას, მოვა ამის დროც, ისიც დაკავებული იქნება. ვიცი, ძალიან განიცდით და ძალიან მალე აღსრულებაში მოვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ყვარელში "საქართველოს ბანკის" შენობაში ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შსს-მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა და თავდამსხმელი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"