ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, კოვიდსასტუმროში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა
ბათუმში კოვიდინფიცირებული 49 წლის მამაკაცი, სასტუმრო "სანაპიროში", წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს შეყვანისთანავე სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.
ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
"ინტერპრესნიუსი"