"ძალიან დავიღალე, არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა - არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ძალიან დავიღალე, არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა - არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს"

ძალიან დავიღალე, არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა - არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს, თუ რაიმე ძალით არ გამაკეთებინეს, ჩემი ნებით ამას არ ვიზამ! - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შესაძლო პროცესებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა 2 ოქტომბრის არჩევნების რეჟიმში არ დარჩება.

"მინდა, ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს და არჩევნების ისეთი შედეგები მივიღოთ, რაც უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის, სადაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნაბიჯებისთვის დაისჯება. იმედი მინდა მქონდეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების რეჟიმში არ ვიქნებით, რაც გასულ წელს იყო. გასულ წელსაც ვფიქრობდით, რომ არჩევნების შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ მეორე არჩევნები ისე მოვიდა, რომ საგიჟეთიდან ვერ გამოვედით. ახლა მინდა, რომ ეს დამთავრდეს. ისეთივე საგიჟეთის მოწყობას არ ვაპირებთ, რადგან ამის ენერგია არ გვაქვს. ჩემი კოლეგები დიდი პარტიიდან არიან, ჩვენ ცოტანი ვიყავით და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა სულ მოგვიწია", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.