ქართველმა ქალმა თანამზრახველებთან ერთად, ერაყში 2.6 მილიონი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარა - რა ინფორმაციას ავრცელებს უცხოური მედია - კვირის პალიტრა

ქართველმა ქალმა თანამზრახველებთან ერთად, ერაყში 2.6 მილიონი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარა - რა ინფორმაციას ავრცელებს უცხოური მედია

ერაყში, დაჰუკის პროვინციაში ოთხმა მძარცველმა, მათ შორის ქართველმა ქალმა, ერთ-ერთი ოჯახიდან 2.6 მილიონი აშშ დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარა, - ინფორმაციას გამოცემა ღუდაწ-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალი აღნიშნულ ოჯახში დამლაგებლად მუშაობდა და მან დანაშაული 3 თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, რომლებიც საქართველოდან აგვისტოს ბოლოს ძარცვის მიზნით ჩავიდნენ. ძარცვა მაშინ განახორციელეს, როდესაც ოჯახი შინ არ იმყოფებოდა.

"როდესაც ქალი დარწმუნდა, რომ პატრონი სახლში არ იმყოფებოდა, დაურეკა თანამზრახველებს და მშვიდად ჩაიდინეს ძარცვა,"- განაცხადა დაჰუკის პოლიციის დირექტორმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების დახმარებით ფულისა და ოქროს პოვნა და პატრონისთვის დაბრუნება შეძლეს. მათი ინფორმაციით, მძარცველებმა რეგიონის დატოვება შეძლეს, თუმცა მოპარული ფულისა და ძვირფასეულობის გატანა ვერ მოახერხეს.

"ინტერპრესნიუსი"