ყვარელში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
პროკურორმა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა, იმ მოტივით დააყენა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, გაანადგუროს მტკიცებულებები და მიიმალოს.
ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა.
ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.
წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოთ შეძენა- შენახვა- ტარება, ტერორიზმი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის,შეიარაღებული პირი "საქათველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და 15 - მდე მძევლები აყვანა.
"ინტერპრესნიუსი"