ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც კრიმინალურ სამყაროში "შოშიას" ეძახდნენ, საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს
ქართველი "კანონიერი ქურდი“ ნოდარ ჯინჭველაშვილი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "შოშიას“ სახელით იყო ცნობილი, რუსეთის ქალაქ ვოლოგდას საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ ინფორმაციას რუსული მედია «Прайм Крайм»-ზე დაყრდობით ავრცელებს.
ჯინჭველაშვილი 63 წლისიყო.
ის 2019 წლის შემდეგ იხდიდა სასჯელს ვოლოგდას ციხეში. ის ძარცვის, ქურდობის, ტრეფიკინგის, იარაღის უკანონოდ ტარების და ნარკოდანაშაულის, ბრალდებით 7-ჯერ იყო ნასამართლევი.
"ინტერპრესნიუსი"