ვინ უხელმძღვანელებს თბილისში შექმნილ გახარიას მხარდამჭერთა გუნდს? - ცნობილი სახეები პრეზენტაციიდან - კვირის პალიტრა

ვინ უხელმძღვანელებს თბილისში შექმნილ გახარიას მხარდამჭერთა გუნდს? - ცნობილი სახეები პრეზენტაციიდან

თბილისში გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს - ცნობილი სახეები პრეზენტაციიდან

ისეთ სისტემაზე მივდივართ, შეიძლება, მთავრობა 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერების გუნდთან შეხვედრა გამართა და პოლიტიკურ მიზნებსა და სახელმწიფოებრივ გამოწვევებზე ესაუბრა.

ღონისძიებას გიორგი გახარიას მხარდამჭერები, მათ შორის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებზე წინ, ვიწროპარტიული და პირადი ინტერესების დაყენების ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციის გამო მიიღო, რაც ქვეყნისათვის სახიფათოა.

"ეს იყო პრინციპულად მიუღებელი, როგორც კი ვნახე, რომ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესი - სავარძელი, რაღაც აქეთ-იქით - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ვიდრე ქვეყნის ინტერესი და ბოლო პერიოდში ასეთი ბევრი იყო - ბევრ ვალდებულებებზე უარის თქმა, იქ მეზობლებთან რაღაც გარკვეულ დავებში შესვლა. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები და ხალხი დავიწყებული იყო. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უკვე სახიფათო ხდება, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ჩვენ 30 წელია ვცდილობთ, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო და ძლიერი სახელმწიფო ვერ შევქმენით. ეს ყველაფერი ხდება სახიფათო, იმიტომ რომ ადამიანებში არის უზარმაზარი იმედგაცრუება", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"