"სიკვდილის წინ მან თქვა, რომ პიერი ერთადერთი იქნებოდა გვარში, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევდა" - ამბები პიერ რიშარის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

"სიკვდილის წინ მან თქვა, რომ პიერი ერთადერთი იქნებოდა გვარში, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევდა" - ამბები პიერ რიშარის ცხოვრებიდან

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე მისმა ბევრმა კოლეგამ და მეგობარმა დასდო პატივი ბელმონდოს, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება პიერ რიშარის გამოჩენას მოჰყვა. 87 წლის მსახიობი საკმაოდ შეცვლილი ეჩვენა ყველას.

პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფაისი (ეს მისი სრული სახელი და გვარია) 1934 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ველანსენში, საფრანგეთში. მამამისი იმ დროისთვის საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო - საფეიქრო მრეწველობაში იყო ჩართული. თუმცა ახალგაზრდობიდან იყო გატაცებული ლამაზი ქალებით და ცხენების რბოლით, მრავალმილიონიანი ქონება გაფლანგა და ცოლ-შვილი

მამის, პიერის არისტოკრატი ბაბუის მამულში გაგზავნა, საფრანგეთის ჩრდილოეთით.

ჯერ კიდევ ბავშვი იყო პიერი, როცა მშობლები საბოლოოდ გაიყარნენ. პიერი სკოლა-პანსიონში მიიყვანეს და ან იქ ატარებდა დროს, ან ბაბუასთან. ფაქტობრივად, უდედმაოდ იზრდებოდა.

მსჰობლები

პანსიონში ძირითადად მაღაროელებისა და გლეხების შვილები სწავლობდნენ. პიერი იქ ერთადერთი არისტოკრატი იყო, რომელიც ორშაბათობით ლიმუზინით მიჰყავდათ სკოლაში. 5 დღე პანსიონში ცხოვრობდა, სწორედ იმ ღარიბ ბავშვებთან. ისინი არისტოკრატი ბიჭუნასგან შორს იჭერდნენ თავს. მათი კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა და თავი განკვეთილად არ ეგრძნო, პიერმა ოხუნჯობა დაიწყო, ნიღაბს გაიკეთებდა და კლოუნივით იქცეოდა. მაშინ მიიღო სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი - თუ ახერხებ მათ გაცინებას და შენზე იცინიან, ესე იგი, არ შეგიძულებენ და არ გცემენ.

მასწავლებლები გამუდმებით ეჩხუბებოდნენ უჩვეულო ქცევების გამო, ახსენებდნენ

კეთილშობილ წარმომავლობას. თუმცა თავად იხსენებს, რომ შინაგანად ორი პიროვნება ებრძოდა ერთმანეთს - არისტოკრატი და ჩვეულებრივი ადამიანი. დედის მხრიდან ბაბუა მეზღვაური იყო და მხოლოდ მას ესმოდა პიერის, მის მსახიობურ ნიჭსაც ის აფასებდა.

თანატოლებთან პიერი მხოლოდ სკოლაში ურთიერთობდა, სახლში კი სულ მარტო იყო, გარეთ არ უშვებდნენ. ისევ მსახიობობით ირთობდა თავს და ცნობილ მსახიობებს აჯავრებდა.

12 წლის იყო, როცა ბაბუა გარდაეცვალა. სიკვდილის წინ მან თქვა, რომ პიერი ერთადერთი იქნებოდა გვარში, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევდა.

18 წლისამ უკვე ზუსტად იცოდა, რომ თეატრალური მიმართულებით ისწავლიდა. თუმცა მამა ეწინააღმდეგებოდა, მას სურდა, შვილს მისი საქმე გაეგრძელებინა. პიერი სახლიდან გაიქცა და გაწყვიტა კავშირი მშობლებთან.

პარიზში სამსახიობო ოსტატობას სურდა დაუფლებოდა, თუმცა არ მიიღეს, "არასამსახიობო გარეგნობის" გამო. არ დანებდა და შარლ დიულენის დრამატულ კურსებზე ჩაეწერა. შემდეგ წლები მუშაობდა კაბარეებში, მიუზიკ-ჰოლებში, ესტრადაზე.

პირველი სერიოზული როლი მხოლოდ 33 წლისამ მიიღო. ნამდვილი აღიარება და წარმატება კი მოუტანა ფრანსის ვებერის 1976 წლის ფილმმა "სათამაშო". განაგრძეთ კითხვა