ბათუმში ქალის დაჭრასა და მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

ბათუმში ქალის დაჭრასა და მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში ქალის დაჭრასა და მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ინცინდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სხეულზე დაზიანებები მიაყანა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაშავებული ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის ბულვარში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.