"საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია ვისზე რას ჭორაობს" - კვირის პალიტრა

"საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია ვისზე რას ჭორაობს"

არ ვიცი, ვისზე საუბრობთ? არავის აინტერესებს, რას ამბობენ ოპოზიციაში. საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? რამე დამადასტურებელი გაქვთ? არ შეიძლება ასე საუბარი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ "ოპოზიციის ინფორმაციით, სუს-ის აგენტები არჩევნებში ერევიან, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და რეგიონში კანდიდატებიც კი არიან".

კალაძის თქმით, ის მხოლოდ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიასა და მოახლოებულ არჩევნებზე არის კონცენტრირებული.

"მე ვარ საარჩევნო კამპანიაში და საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია ვისზე რას ჭორაობს. ახლა გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მე კი თბილისის მერობის კანდიდატი ვარ, შესაბამისად, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე ვალდებული ვარ, რომ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე ვისაუბრო. მათ უნდა ველაპარაკო იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ვიღაც რას იტყვის", - განაცხადა კალაძემ.