მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.

როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ივანიშვილს სჭირდება განადგურებული, "ფარჩაკი", სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება ჯარის არსებობა.

"ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ, თქვენთან ერთად შევქმენი, პრაქტიკულად ტილიანი, გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან, ნამდვილი ბრძოლისუნარიანი, საამაყო, საბრძოლო შენაერთები, რომელთაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მე არასდროს დამავიწყდება ამერიკის გენერალური შტაბის უფროსის გამოხმაურებები ქართველ სამხედროებზე, სხვა უცხოელი გენერლების და ხელმძღვანელების გამოხმაურებები.

თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი საქართველოს არ სჭირდება. იცით, რომ მრავალი წელი სამხედრო აღლუმებს კრძალავდა. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს იმისთვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და დანარჩენი ჯარი გააკონტროლონ. სამაგიეროდ ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება შეიარაღებულ ჯარებს არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება, ნეპოტიზმით, ნაცნობობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრებიდან ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენსაც გაქცევაზე უჭირავს თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან. ივანიშვილს სჭირდება განადგურებული, "ფარჩაკი", სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა.

მეგობრებო, თქვენ გარდა ყველაფრისა, ხართ საქართველოს მოქალაქეები. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოიპარა გასულ წელს ოქტომბრის არჩევნები, დაარღვია ევროკავშირთან ხელშეკრულება, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით, მუქარითა და ქრთამით კაბინეტებს ინარჩუნებს. საქართველო არის გადასარჩენი და მე მოგმართავთ თქვენ როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც ჩვენს მოქალაქეებს - ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე, ხელშეკრულების აღდგენისთვის, რადგან ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს ახლა სჭირდება შველა. თქვენი განსაკუთრებულობისა და პატრიოტიზმის იმედი მაქვს და ასევე, ჩვენი გმირი ვეტერანების. აბა თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს სააკაშვილი.