როდიდან განაახლებენ მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები
იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები", - აღნიშნა ღიბრაძემ.