ვლადიმერ პუტინმა კრემლში ბაშარ ასადს უმასპინძლა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც კრემლში გაიმართა, პუტინმა მთავარ პრობლემად სირიაში უცხო ქვეყნების ჯარების ქვეყნის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ყოფნა დაასახელა.
"ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ უცხო ქვეყნების ჯარები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებისა და თქვენი სანქციების გარეშე წარმოდგენილები არიან ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელოთ მაქსიმალური ძალისხმევა ქვეყნის კონსოლიდაციისთვის და გადადგათ ნაბიჯები მისი გაჯანსაღებისკენ, რაც შესაძლებელი იქნებოდა, თუკი მთელს ტერიტორიას ლეგიტიმური მთავრობა გააკონტროლებდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.