ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო - მეუფე სტეფანეს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ
ჭყონდიდის ეპარქიაში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. მეუფე სტეფანეს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. ისინი მეუფეს ეპარქიასთან არსებული სკოლის შენობაში არ უშვებდნენ, თუმცა, ამ დროისთვის მიტროპოლიტი სკოლაში იმყოფება და მასწავლებლებს ხვდება.
"საქართველო და სარწმუნოება გაყიდეს შენისთანებმა. მრუში ხარ! ცრუ! გამყიდველი ხარ და პასუხი გაგვეცი! მანამდე არ გაქვს უფლება სკოლაში შეხვიდეთ ბავშვებთან", - მიმართეს სასულიერო პირებმა მეუფე სტეფანეს, რომლებიც არსებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანესგან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე პასუხს ითხოვდნენ.
"როგორ მოგექცეთ, როგორც ბერებს თუ როგორც გამყიდველებს?! არარსებული ორგანიზაციის არარსებულ თანამშრომელთან ურთიერთობაში დამდეთ ბრალი. ეს არის თქვენი ტელევიზია. გაგეცი პასუხი - როგორ გელაპარაკოთ, როგორც კრიმინალს თუ როგორც ბერს, მითხარი!" - მიმართა მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს.
დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
იხილეთ ვიდეო: