"ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს"

"ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. რეგიონები მოვიარეთ და ვნახეთ, როგორ ვატარებთ კამპანიას, როგორია მხარდაჭერა და ასევე, როგორია ჩვენი ოპონენტების პასიურობასთან ერთად იმედგაცრუება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ "ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, არჩევნები მნიშვნელოვანია, რათა დაწყებული პროექტები ბოლომდე იყოს მიყვანილი და ახალი შესაძლებლობები შეიქმნას.

"მივესალმები მუნიციპალიტეტს, რომელიც გეოგრაფიულად ნამდვილად შუაგულია ჩვენი ქვეყნის, დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი.

უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება შემოვლითი გზის სახით, რომელიც ახალი შესაძლებლობაა იმისათვის, როგორ შეიძლება განვავითაროთ ეს მუნიციპალიტეტი და ეს რეგიონი.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში პროექტს ვაკეთებდით, სადაც ელექტროენერგია არ იყო და ვიპოვეთ გამოსავალი, რომ იქ არსებულ მდინარეზე დაგვედგა წისქვილი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და ვერსად ვერ შევძელით ამის გაკეთება, ბოლოს მირჩიეს ხაშურში ჩამოსვლა. მართლაც გაკვირვებული ვიყავი, რამდენი პატარა ოჯახური სახელოსნო იყო ამ ქალაქში, რომლებიც მართლაც ხარისხიან პროდუქტს ქმნიდნენ და არა მხოლოდ ეს პატარა წისქვილი, რომელმაც აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა მას შემდეგ, რაც ელექტროენერგია მივიღეთ, ბევრი სხვა პროდუქცია იყო, რასაც აქ ვუკვეთავდით, გამათბობლებით დაწყებული, რომელიც დღესაც გამართულად მუშაობს და ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანია. ეს არის ერთი საინტერესო ნიშა, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო განვავითაროთ.

ამ პატარა ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა გავუჩინოთ, რათა უფრო დიდი გეგმები დასახონ და განავითარონ თავიანთი ოჯახური ბიზნესი და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა, მათ შორის, "აწარმოე საქართველოში", რომელსაც კონკრეტული შედეგები უკვე აქვს, თუმცა შეიძლება უფრო მორგებულიც იყოს კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტზე.

შესაძლებლობებზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენო ქვიშხეთი, ასევე სურამი. მშრომელი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ყველანაირი მხარდაჭერა თითოეულ რეგიონში, რაც ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. რომელიც შემდეგ უნდა განვახორციელოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, "ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. რეგიონები მოვიარეთ და ვნახეთ, როგორ ვატარებთ ჩვენ კამპანიას, როგორია მხარდაჭერა და ასევე როგორია ჩვენი ოპონენტების პასიურობასთან ერთად იმედგაცრუება.

ოთხი წლის შემდეგ, თქვენ წინაშე წარვსდგეთ იმ შედეგებით, რომელსაც ახალ გუნდთან ერთად ნამდვილად მივაღწევთ.

მერს, აუცილებლად სჭირდება ძლიერი საკრებულო, რომელიც ასევე მხარდაჭერილია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ვირჩევთ მომავალი ოთხი წლის განვითარებას, რათა დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნას მიყვანილი და ახალი შესაძლებლობები შეიქმნას", - განაცხადა კუჭავამ.

"ინტერპრესნიუსი"