"ერთადერთი საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ"
მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ადამიანების უკანონო ჩაწერა და მოსმენა საშინელებაა. თუმცა როგორც სასულიერო პირმა "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, მას პირადი "რამის გაშუქების" არ ეშინია.
"ნეტა ყველამ მისმინოს და ნეტა ყველამ მოისმინოს ჩემი ქადაგება - რას და როგორ ვლაპარაკობ. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ერთი პიროვნება ჩემთან შენდობის სათქმელად მოვიდა, რადგან მას ევალა, რომ ჩვენზე ინფორმაციები შეეგროვებინა. ამიტომ შენდობა მთხოვა, რომ მამაო გისმენდიო.
ჩემი პირადი ისე მაქვს ნაცხოვრები, რომ რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ.