დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ბილაინი აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს
ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის“ წევრი, 15 სექტემბრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალურად დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით. მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს და 20GB მობილურ ინტერნეტს მოიცავს. მოქმედების ვადა კი 30 დღეა.
ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით ერთჯერადად დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ გაუაქტიურდეთ აღნიშნული ინტერნეტ პაკეტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს აღნიშნული სერვისით, სხვა მობილურ ნომერზე ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.
დისტანციური სწავლების ინტერნეტ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე.