როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.