ძროხა მოწველა, ყველი ამოიყვანა, ტრაქტორიც წაიყვანა - როგორია ანუკი არეშიძის ერთი დღე სოფელში?
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ რამდენიმე კვირის წინ გულშემატკივრებს ამცნო, რომ გადაწყვიტა "იუთუბერი“ გახდეს, დღეს კი თავის ოფიციალურ არხზე უკვე პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც სოფელში ცხოვრების ერთი დღის შესახებ გვიამბო.
"მეგობრებო, ესეც ეპიზოდი პირველი. ვფიქრობ, ცოტა გახალისდებით, ძალიან არ გამკიცხოთ“, - წერს ანუკი "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც აღწერილია მისი ერთი დღე კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში.
ანუკიმ გაგვაცნო მამა, ბადრი არეშიძე, რომელიც ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი გმირია. "ეს მამაჩემია, ბადრი, რომელიც სავსე მთვარის დროს დაიბადა“, - ამბობს ანუკი.
აქ ჩემმა მშობლებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მეურნეობა, აქ შევიძინეთ მიწა, 10-12 წელია უკვე. ყველაზე კარგი ადგილია, სადაც შემიძლია, რომ განვიტვირთო. სოფლებში ხალხი ადრე დგება და სულ მიკვირდა - როგორ და დღეს დილით დავრწმუნდი როგორც, ექვსის ნახევარზე ავდექი დილით, სხვანაირად შანსი არ არის, არ გამოდის, - ამბობს ანუკი.
დიზაინერმა გულშემატკივრებს დედაც გააცნო და აღნიშნა, რომ მას კამერების წინ გამოჩენა არ უყვარს. ანუკი ამბობს, რომ მისი დედა მედიცინის დოქტორია.
დიზაინერმა ძროხაც მოწველა და ყველიც მოამზადა, ბოლოს კი ტრაქტორიც წაიყვანა და გამომწერებს მომავალ შეხვედრამდე ასე დაემშვიდობა.