"ჩვენი დროის ყველაზე დიდი რეფორმატორი. ის წავიდა, მაგრამ..." - რას წერს ნათია რიგვავა, რომელიც ქართველებმა "ახალ ტალღაზე" გამოსვლის გამო გააკრიტიკეს
ნათია რიგვავა ქართულმა საზოგადოებამ ერთი თვის წინ გაიცნო. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალი „ახალ ტალღაზე“ საქართველოს სახელით მონაწილეობდა და ბოლო ადგილზე გავიდა.
ნათია რიგვავას შესახებ ქართულ მედიაში ბევრჯერ დაიწერა, მაგრამ როგორც მისი ინსტაგრამის გვერდიდან აღმოვაჩინეთ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და უფრო მეტიც, პირადადაც იცნობს.
ორი წლის წინ კი უკრაინაში სტუმრობისას ექსპრეზიდენტთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, რიგვავა და სააკაშვილი შინაურ გარემოში. სახლში კი სადაც სტუმრად არიან კედელზე ლადო გუდიაშვილის ტილო კიდია.
"ჩვენი დროის ყველაზე დიდი რეფორმატორი. ის წავიდა, მაგრამ დაბრუნებას დაგვპირდა. მე მჯერა მისი, მადლობა ყველაფრისთვის “ - წერს ნათია ფოტოებზე, რომელსაც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
რიგვავასა და სააკაშვილის გაცნობა, როგორც ჩანს ერთჯერადი ხასიათის იყო, რადგან "ახალ ტალღაზე" გამოსული და ქართველებისგან "მწარედ" გაკრიტიკებული ქალის დასაცავად მიხეილ სააკაშვილს სიტყვა არ უთქვამს.
ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ნათია რიგვავა ასევე ამბობს, რომ დედა, ხათუნა, ოდესღაც საქართველოში ცნობილი მომღერალი იყო, თუმცა ხათუნა რიგვავა - ამ სახელითა და გვარით მომღერალი არ იძებნება. შესაძლოა იქამდე იყო ცნობილი მომღერალი, სანამ დაოჯახდებოდა და მეუღლის გვარზე გადავიდოდა იხილეთ სრულად