"კითხულობდა "ჩლიქოსანს", შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენელს" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ოპერატორის კიბიდან გადმოვარდნაზე - კვირის პალიტრა

"კითხულობდა "ჩლიქოსანს", შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენელს" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ოპერატორის კიბიდან გადმოვარდნაზე

"მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა - პირველადი მონაცემებით, სერიოზული დაზიანება არ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ იცრუა, რადგან არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ადგილზე ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა.

"ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია არავის გაგიკვირდებათ, ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით დაკითხულობდა "ჩლიქოსანს", მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, "მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირია, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ანუ, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებია სერიოზული დაზიანება ოპერატორს არ აქვს. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგელობით, პირდაპირ, გადაჭრით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ფიზიკური შეხება არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა. სამართალდამცველბი ამ თემას გამოიძინებენ დეტალურად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრესსამსახურის თანამშრომლები ვიდეო და ფოტომასალას მიაწვდიან მედიას, რითაც კიდევ ერთხელ იქნება „მხილებული ტყუილი“.

"ინტერპრესნიუსი"