"ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის ფაქტები, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა"
ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ "ლელოს" ინიციატივას საპარალემტნო ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება.
"ოცნების სუს-ის მიერ უკანონო მოსმენებმა და თვალთვალმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.
ფრაქცია ,,ლელო" მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, იმედი მაქვს, ყველა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის, რიგგარეშე სხდომის მოწვევას 38 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
"ინტერპრესნიუსი"