ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფრანგმა სამხედროებმა საჰარაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს - კვირის პალიტრა

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფრანგმა სამხედროებმა საჰარაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალებმა საჰარაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავის ლიკვიდაცია განახორციელეს.

"ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება საჰელში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნა მაკრონმა, რომელმაც ოპერაციის ჩატარების ლოკაცია არ დააკონკრეტა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავი დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი იყო. მან 2020 წლის აგვისტოში პირადად ბრძანა ექვსი ფრანგი საქველმოქმედო მუშაკისა და მათი ნიგერიელი მძღოლის მკვლელობა.