ჩინეთში მიწისძვრა მოხდა, არიან დაღუპულები
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ2 და დაშავდა 3 ადამიანი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია.
მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.
დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.