"ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, გაოგნებული ვარ" - კვირის პალიტრა

"ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, გაოგნებული ვარ"

"ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, უბრალოდ, გაოგნებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი ამ შედეგს - ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ნარკოტესტთან დაკავშირებით მან გაუგებარი განცხადებები მოისმინა.

"ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, უბრალოდ, გაოგნებული ვარ. ნამდვილად არ ველოდი ამ შედეგს. გულწრფელად დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა კანდიდატი გამომყვებოდა ამ კამპანიაში და მაქსიმალურად ყველა ერთად შევძლებდით ჯანსაღი ცხოვრების უფრო მეტ პოპულარიზაციას. სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო შედეგი მივიღეთ, გაუგებარი განცხადებები მოვისმინეთ, ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ",- აღნიშნავს კალაძე.