"მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა და ნამდვილად არ არის საინტერესო მისი განცხადებები" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა და ნამდვილად არ არის საინტერესო მისი განცხადებები"

"მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად იქცა და ნამდვილად არ არის საინტერესო მისი განცხადებები", - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, რომლის თქმით, პოლიციელებს ყველა საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარი გახდეს.

კალაძის განცხადებით, მას საკუთარი გეგმები აქვს, რომლის განხორციელებას მოსახლეობას ჰპირდება.

"პირადად ყველა შეხვედრის დროს ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, კონკრეტული დაპირებებით, კონკრეტული გასაკეთებელი პროექტებით. მოსახლეობას ვპირდები, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ამბიციური გეგმის რეალიზებას აუცილებლად მოვახდენ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პოლიციელებს მოუწოდა, არ შეასრულონ "უკანონო ბრძანებები". მისი თქმით, პოლიციელს ყველა საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარი გახდეს.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მმართველობა მალე დასრულდება.