"ამ ჩანაწერებს "ნაცმოძრაობა" ფიზიკურად ვერ გააკეთებდა და ხელისუფლებას მოუწია თამაშში გახარიას შემოყვანა - გახარიას ამით ვერ აზიანებენ, უფრო თვითდაზიანებას იყენებენ"
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ორპოლუსიანობის შენარჩუნება და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას საინფორმაციო სივრცის გარეთ დატოვება სურდა, ფარული ჩანაწერების საქმეზე მისკენ თითის გაშვერით კი გახარიას დაზიანების ნაცვლად თვითდაზიანებას იყენებენ.
როგორცხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ქართულიოცნება" არჩევნებისჩატარებასსუს-ისდომინირებითგეგმავდა, დღესკისუს-იპარალიზებულია.
"მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების განცხადებები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლოა. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რასაც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. გასაგებია, რომ ისინი არიან აფექტის მდგომარეობაში. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ახლა ცდილობენ თითის გაშვერითა და ჯოხის გადატეხვით ამ მძიმე მდგომარეობაში რაღაც შეცვალონ. რეალურად აქ ხომ იმ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე ვინ გაავრცელა, პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია და ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის თუ ვინ ჩაიდინა უკანონო სისტემური დანაშაული.
ხელისუფლება ცდილობს მეორე პლანის ამოცანად აქციოს და პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანით რაღაც შედეგი მიიღოს. გასაგებია, რომ მათი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო ორპოლუსიანობის შენარჩუნება ანუ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება მეორე პოლუსზე, მისი დემონიზაცია და შესაბამისად, ყველა მანკიერების მისთვის დაბრალება. ამოცანა ამასთანავე იყო გახარიას საერთოდ თამაშგარეთ დატოვება, მაგრამ არ გამოუვიდათ ეს თამაში. არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობისკენ" ხელის გაშვერა ამ წარმოუდგენელ სკანდალთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია. იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა ფიზიკურად "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გააკეთებდა და მათ მოუწიათ თამაშში ისევ გახარიას შემოყვანა. გახარიას ამით ისინი ვერ აზიანებენ, უფრო თვითდაზიანებას იყენებენ იმიტომ, რომ მის აქტუალიზაციას ახდენენ. ამოცანა კი იყო მისი სტერილიზაცია, იზოლაცია და საინფორმაციო სივრცის გარეთ დატოვება. ახლა კი ამ მძიმე მდგომარეობის გამო, იძულებული გახდნენ, რომ საინფორმაციო ველში დატოვონ. ამით კი ისევ და ისევ გახარიას საქმეს აკეთებენ. მის მიმართ ეს ბრალდებები ძალიან სუსტად გამოიყურება, მით უმეტეს, გამოძიების იმ ეტაპზე როცა მისი ავთენტურობაც არ აქვს გამოძიებას დადგენილი. გამოძიება თუ რეალურად წარიმართება, მხოლოდ იმ მიმართულებით ვერ წარიმართება ვინ გაავრცელა, გამოსაძიებელია ვინ ჩაწერა - უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი. გამოძიებას უნდა თუ არ უნდა, პირველ რიგში, უნდა გამოიძიოს ვინ იწერდა უკანონოდ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩადენილ მკვლელობაზე, მთავარ ამოცანად იარაღის უკანონო ტარებას ვერ გავიხდით", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არის აფექტის მდგომარეობაში, მათ უნდათ გადაფარონ ეს ინფორმაცია და არჩევნებამდე მაინც დაუკარგონ მას აქტუალიზაცია.
"ცდილობენ, რომ დღის წესრიგიდან ეს საკითხი უკანა პლანზე გადაიყვანონ. მე ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული თამაშში პროკურატურაც შემოიყვანონ და ვიღაცაზე ჯოხი გადატეხონ. ხოჯევანიშვილის გვარს ტყუილად არ ახსენებენ. მაგრამ მეჩვენება, რომ მათ არ აქვს კარტლბლანში ამ თემასთან დაკავშირებით იმ ადამიანისგან, რომელზე არის დამოკიდებული პროკურატურის შემდეგი ქმედებები. დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ისინი აპირებდნენ არჩევნების ჩატარებას სუს-ის დომინირებით. ზუსტად ამ კომპრომატის, შანტაჟისა და დაშინების მეშვეობით. სუს-ი დღეს არის პარალიზებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - როცა ვიღაც აფექტში ვარდება, ის სახიფათო ხდება. მე მინდა ვთხოვო საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავ სისტემას, რომ ამ ჯგუფის ამბიციებს ნუ გადააყოლებენ სახელმწიფო ინტერესს. საჯარო სექტორმა უნდა დაიცვას ამ პროცესში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ ჩაერთოს ხელისუფლების სასარგებლო იმ ტიპის თამაში, რამაც შეიძლება სახელმწიფოს ზიანი მიაყენოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომინტერნეტსივრცეშიგავრცელდამასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ისმიერფარულიმიყურადებისგზითპოლიტიკოსების, სასულიეროპირებისადაჟურნალისტებისმოსმენასდათვალთვალსუკავშირდება.
"ინტერპრესნიუსი"