ირაკლი ღარიბაშვილი "ფაიზერის" მეორე დოზით აიცრა - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი "ფაიზერის" მეორე დოზით აიცრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი „ფაიზერის“ მეორე დოზით დღეს აიცრა.

ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"