"არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს!ნიკოს დედა მოფრინავს, საქართველოში არ იმყოფებოდა" - რას წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში?
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ვერაზე მოკლული ბიჭის დედამ შვილის ამბავი ტელევიზიით შეიტყო.
მისი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოში არ იმყოფებოდა და ის სამშობლოსი ახლა ბრუნდება.
"უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში მაგრამ: "არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!!!
წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ, გემუდარებით! ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა" - წერს ნინო ზამბახიძე (წყარო)