ამ წუთებში კიევიდან თბილისში მეგის ქარდავას ექსტრადირება ხორციელდება
ამ წუთებში კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება ხორციელდება.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც მეგის ქარდავა მოყავთ, თბილისის აეროპორტში ცოტა ხანში დაეშვება.
ოფიციალური უწყებები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, "ციხის ბუნტის", თანხის გაფლანგვის საქმეები.