დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

"თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, ამ ფაქტს ვგმობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება.

"ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქში გამოჩენდა ბანერები,სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!"

"ინტერპრესნიუსი"