სულ რამდენი ადამიანია ვაქცინირებული საქართველოში ამ დროისთვის? - კვირის პალიტრა

სულ რამდენი ადამიანია ვაქცინირებული საქართველოში ამ დროისთვის?

19 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%.

ამავე ინფორმაციით, 18 სექტემბერს აიცრა 14 071 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"