ჯანმომ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის ვაქცინა Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე სულ მცირე ერთი რუსული ქარხნის თავიდან შემოწმება არ მოხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ფილიალის პრეს-ბრიფინგზე, დირექტორის თანაშემწემ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა საგანგებო ავტორიზაციისთვის შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რუსეთში რამდენიმე საწარმოო დარღვევა გამოვლინდა ჯანმო-ს შემოწმებისას.