შეიარაღებული თავდასხმა რუსეთში უნივერსიტეტზე - არიან გარდაცვლილები, სტუდენტთა ნაწილმა ფანჯრიდან გადმოხტომით უშველა თავს (+ვიდეო)
რუსეთში, პერმის უნივერსიტეტში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი.
BBC-ის ცნობით, სტუდენტთა ნაწილი ფანჯრიდან გადმოხტა და თავს ასე უშველა.
ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ადამიანი დაჭრილი და დაშავებული.
რუსი სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. გამომძიებელთა ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.
წყარო